ტოკიოს ოლიმპიადა

იაკობ ქაჯაიამ საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს მეოთხე ვერცხლის მედალი მოუპოვა

Lelo

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავემ, იაკობ ქაჯაიამ საქართველოს ნაკრებს ტოკიოს ოლიმპიადაზე რიგით მეოთხე ვერცხლის მედალი მოუპოვა.


დაძაბულ ორთაბრძოლაში ქართველი ფალავანი, ოლიმპიური თამაშების სამგზის და მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, კუბელ მიხაინ ლოპეს ნუნიესთან დამარცხდა. 


საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს ტოკიოს ოლიმპიადაზე, ამ დროისთვის, 6 მედალი(1 ოქრო, 4 ვერცხლი, 1 ბრინჯაო) აქვს მოპოვებული. ამ დროისთვის, ერთადერთი ოქროს მედალი ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა მოიპოვა. ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ ასევე ძიუდოისტები – გურამ თუშიშვილი, ვაჟა მარგველაშვილი და ლაშა შავდათუაშვილი. ბრინჯაოს მედალი მძლეოსანმა ანტონ პლესნოიმ მიიღო.


კიდევ ერთი მედლის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები გაიმეორებს 2008 და 2016 წლის შედეგს. თავიანთ შანსს ელოდებიან ქართველი სპორტსმენები - ძალოსანი ლაშა ტალახაძე, კარატისტი გოგიტა არქანია, ტანმოვარჯიშე სალომე ფაჟავა და სხვები.
 

კომენტარები