ტოკიოს ოლიმპიადა

სალომე ფაჟავამ ოლიმპიადაზე ვარჯიში ქართული ხალხური მუსიკის ფონზე შეასრულა – [VIDEO]

ტოკიოს ოლიმპიადაზე ამ წუთებში ტანმოვარჯიშეთა შეჯიბრი მიმდინარეობს. ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ჩაერთო ქართველი სპორტსმენი სალომე ფაჟავა. 

ოთხი დისციპლინის ჯამში გამოვლინდება ფინალური ათეული, რომელიც მედლებისთვის ბრძოლას განაგრძობს. 

ფაჟავამ გამოსვლა რგოლით დაიწყო და მსაჯებისგან 23.55 ქულა დაიმსახურა. ბურთით ვარჯიშში კი მან ორი პუნქტით ნაკლები, 21.95 ქულა მიიღო. როგორც ერთ, ასევე მეორე დისციპლინაში ქართველი ტანმოვარჯიშე მეთხუთმეტე იყო.

მესამე ვარჯიში, გურზებით ფაჟავამ ქართული ხალხური მუსიკის ფონზე შეასრულა.

კომენტარები