ტოკიოს ოლიმპიადა

ისტორიაში პირველად საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა 8 მედალი მოიპოვა

Tabula

საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა ისტორიაში პირველად ოლიმპიადაზე 8 მედალი მოიპოვა. 

აქამდე საუკეთესო შედეგი იყო 7 მედალი. საქართველოს ნაკრებმა ეს რაოდენობა 2008 წელს პეკინში და 2016 წელს რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე მოიპოვა.

ამ დროისთვის ტოკიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედლები მოპოვებული აქვთ ძიუდოისტ ლაშა ბექაურს და ძალოსან ლაშა ტალახაძეს. ვერცხლის მედლებით ბრუნდებიან სამშობლოში ძიუდოისტები: ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, გურამ თუშიშვილი, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაია და თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი. ერთადერთი ბრინჯაოს მედალი ოლიმპიურ ნაკრებს ძალოსანმა, ანტონ პლესნოიმ მოუტანა.

კომენტარები