რუსეთ-საქართველო

ზარქუა: თუ პირდაპირი რეისები აღდგება რუსეთთან, მოსახლეობას და ეკონომიკას ძალიან გაუხარდება

ჩემთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკის განვითარება. ჩემთვის მნიშვნელოვანია, აქ დასაქმების პრობლემა მოგვარდეს და ტურისტული სექტორი განვითარდეს. როდესაც ჩვენ ვიცით, რომ რუსეთიდან ვღებულობთ ტურისტებს, ჩვეულებრივად მხარჯავები არიან და ხარჯავენ და შემოდიან. ახლა თვითმფრინავის აღდგენა პრობლემაა თუ არა, ასე რომ სვამს თქვენი ტელევიზია [ფორმულა] და თქვენი პარტია, ეს არის ჩემთვის მიუღებელი. პირიქით, მე მგონია, რომ თუ პირდაპირი რეისები აღდგება, რომელსაც არ დაადგა საშველი, ძალიან გაუხარდება ჩემს მოსახლეობას და ჩემს ეკონომიკას და წინ წაგვწევს. ამიტომ, ეკონომიკა არ უნდა ავურიოთ. ახლა ვიღაცა იტყვის რუსეთიო. რუსეთში ექსპორტი გადის, სააკაშვილის დროსაც გადიოდა, ჩაკეტეს უბრალოდ, იმდენი გააკეთა, რომ ჩაკეტეს და ჩვენი მოსახლეობა ულუკმაპუროდ დატოვა.

ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ფორმულასთან ისაუბრა. რუსეთის ფედერალური საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების საკითხების კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგორი კარასინმა 28 ივლისს, ადგილობრივ მედიასთან რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის საკითხის გადახედვაზე ისაუბრა

კომენტარები