რუსეთ-საქართველო

კარასინი: რუსეთი მზადაა, საქართველოსთან ავიამიმოსვლის საკითხს გადახედოს

გრიგორი კარასინი

რუსეთი მზად არის, გადახედოს საქართველოსთან ავიამიმოსვლის საკითხს – ამის შესახებ ადგილობრივ მედიასთან რუსეთის ფედერალური საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების საკითხების კომიტეტის თავმჯდომარემ, გრეგორი კარასინმა ისაუბრა

"ჩვენ მზად ვართ, ეს პრობლემა განვიხილოთ. ვფიქრობ, რომ ეს ადრე, თუ გვიან გადაიჭრება". – თქვა კარასინმა. 

ამავდროულად, TASS-ის ცნობით, კარასინს გაუჭირდა ავიამიმოსვლის აღდგენის კონკრეტული თარიღების დასახელება. საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის თქმით, ის იმედს იტოვებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სექტემბერ-ოქტომბერში გაესაუბრება საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობების საკითხში, ზურაბ აბაშიძეს. 

კარასინის თქმითვე, ჯერჯერობით არ შეთანხმებულა მომავალი შეხვედრის ადგილმდებარეობა. 

"ყველაფერი პანდემიაზეა დამოკიდებული, რომელიც ქვეყნიდან ქვეყანაში დაძრწის. აქედან გამომდინარე გადაწყდება ჩვენი შეხვედრის ადგილმდებარეობაც... ვინარჩუნებ აბასიძესთან კონტაქტს ვიდეო შეხვედრების ფორმატში. კონტაქტები საკმარისად სარგებლობა, მოაქვს არც ისე ცუდი შედეგები პრაქტიკული საკითხების გადაწყვეტისას, მათ შორის ჰუმანიტარული გეგმის, სატრანსპორტო საკითხების. ჩვენ მუშაობას გავაგრძელებთ". – ამბობს გრიგორი კარასინი. 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოში ფრენებზე ემბარგოს დაწესების გადაწყვეტილება გავრილოვის ღამის მოვლენების შემდეგ მიიღო. გადაწყვეტილება 8 ივლისს შევიდა ძალაში. 

კომენტარები