კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: საქართველოს QR კოდი არ არის მიერთებული ევროკავშირის სივრცესთან

"რაც შეეხება QR კოდს, QR კოდი იკითხება მშვენივრად. ერთადერთი, QR კოდით ჩვენ არ ვართ მიერთებული ევროკავშირის სივრცესთან. ამაზე საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს, საქართველო თანდათან უნდა მიუერთდეს. თორემ QR კოდს თუ მიუნათებთ, იქ გამოჩნდება, რომ აცრილი ხართ ამა და ამ დოზით". – დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძეს თქმით, საქართველოს QR კოდი არ არის მიერთებული ევროკავშირის სივრცესთან.

13 ივლისს რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა, კინოკრიტიკოსმა გოგი გვახარიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, კანის კინოფესტივალის სისტემამ ასტრაზენეკათი ვაქცინაციის ქართული ცნობის QR კოდი ვერ წაიკითხა. 

საქართველო აცრილ მოქალაქეებს Covid-პასპორტებს ჯერ კიდევ აპრილ-მაისში ჰპირდებოდა. პასპორტი აღიარებული და ჩართული უნდა ყოფილიყო საერთაშორისო ქსელში, მათ შორის ევროკავშირში.

დღეს, 27 ივლისს, COVID-19-ით 17 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3 666 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 8.68%-ია

კომენტარები