ცესკო

პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე და წევრები ისევ ვერ აირჩია

ტაბულა

პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე და წევრები ისევ ვერ აირჩია. კანდიდატებმა პლენარულ სხდომაზე გამართული კენჭისყრის დროს საჭირო მხარდაჭერა კვლავ ვერ მიიღეს.

ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატ გიორგი კალანდარიშვილს 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 11-მა კი ხმა წინააღმდეგ მისცა. მეორე კანდიდატ გიორგი სანტურიანს მხარი დაუჭირა 4-მა დეპუტატმა, 11 კი წინააღმდეგი იყო.

პირველი კენჭისყრა 18 ივლისს გაიმართა, თუმცა მაშინაც საჭირო ხმები ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. 

საარჩევნო კოდექსის ახალი ცვლილებით, თითოეული მათგანის დასამტკიცებლად ხმების 2/3, ანუ, სულ მცირე, 100 ხმაა საჭირო, რასაც მმართველი გუნდი ოპოზიციის გარეშე ვერ აგროვებს.

თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, თამარ ჟვანია ცესკო-ს თავმჯდომარეობიდან გადადგა, მაშინ, როდესაც რამდენიმე დღით ადრე, 22 ივნისს ამბობდა, რომ გადადგომას არ აპირებდა. 

კომენტარები