თამარ ჟვანიას გადადგომა

თამარ ჟვანია 22 ივნისს წასვლას არ აპირებდა, 30 ივნისს გადადგა

მე არსად წავსულვარ, წასვლას არ ვაპირებ და კანონმდებლობიდან გამომდინარე იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება... ამ არჩევნების შემდეგ პერიოდში მივიღე ძალიან ბევრი შეურაცხყოფა, ასევე დაუსაბუთებელი, მაგრამ ბოდიში არაფერს ასწორებს, ყველაფერს ასწორებს სიმართლე. ჩვენ ძლიერები ვართ, იმიტომ, რომ ვართ მართლები.

ამბობდა თამარ ჟვანია 22 ივნისს.

მსურს, საზოგადოებას ვაცნობო, რომ მივიღე გადაწყვეტილება, 2021 წლის 1 ივლისიდან აღარ გავაგრძელო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილება, რაც მისცემს საშუალებას პოლიტიკურ მხარეებს განახლებული საარჩევნო კოდექსის საფუძველზე აირჩიონ ცესკოს თავმჯდომარე.

წერს თამარ ჟვანია FACEBOOK-ზე. 

 

კომენტარები