საქართველოსთვის

ქემოკლიძე აჩი არველაძეზე: განიხილება ყველას კანდიდატურა, ვინც ძლიერი ოპონენტი იქნება

პირდაპირ გიპასუხებთ, ეს საკითხი ჯერ არ არის გადაწყვეტილი, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა და ჩემი ღრმა რწმენით, უახლოეს რამდენიმე კვირაში, ალბათ, ეს ყველაფერ დაკრისტალდება და კონკრეტულ კანდიდატს წარვადგენთ. 

განიხილება ყველა იმ ადამიანის კანდიდატურა, რომელიც პოტენციურად იქნება ძლიერი ოპონენტი და რომელიც იქნება ანგარიშგასაწევი ძალა ქალაქ თბილისის მერობის პოსტზე. მე მაქვს პატივი, რომ ბატონ არჩილს პირადად ვიცნობდე და ის არის ძალიან ღირსეული ადამიანი და, ჩემი აზრით, ძალიან კარგი პიროვნება. 

ასე პასუხობს პარტია საქართველოსთვის წევრი, კახა ქემოკლიძე, პალიტრანიუსის წამყვანის კითხვას, განიხილება თუ არა არჩილ არველაძე თბილისის მერობის კანდიდატად. 

კომენტარები