თვითმმართველობის არჩევნები 2021

ჯაფარიძე: დროშის ან ნებისმიერი სიმბოლოს დაზიანებისთვის დასჯა საშიშ გზაზე შედგომაა

ზურაბ ჯაფარიძე
ტაბულა

გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ეწინააღმდეგება ახალ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უწყებების შენობებთან განთავსებული ევროკავშირის ან რომელიმე სხვა პარტნიორი ქვეყნის დროშის ჩამოხევაზე, შესაძლოა, სანქციები დაწესდეს.  

"დროშის ან ნებისმიერი სიმბოლოს, რისიც არ უნდა იყოს, დაზიანება/განადგურებისთვის ადამიანის დასჯა არის იდიოტობა + საშიშ გზაზე შედგომა

დასჯადი უნდა იყოს სხვისი საკუთრების დაზიანება/განადგურება, გინდა დროშა იყოს, გინდა კაშხლოვანი ჰიდროელექტროსადგური". – წერს ზურაბ ჯაფარიძე. 

დღეს, 21 ივლისს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებს შეხვდა. განხილვის ერთ-ერთი საკითხი იყო ევროკავშირის დროშის ჩამოხევის ფაქტი და ამასთან დაკავშირებით კანონპროექტში ცვლილებების შეტანა. 

საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, სახელმწიფო უწყებების შენობებთან განთავსებული ევროკავშირის ან რომელიმე სხვა პარტნიორი ქვეყნის დროშის ჩამოხევაზე შესაძლოა სანქციები დაწესდეს. 


6 ივლისს პარლამენტის წინ მდუმარე, მშვიდობიანი აქცია თავისუფლებისთვის გაიმართა. აქტივისტებმა 5 ივლისის ძალადობა გააპროტესტეს. აქციას შეუერთდა ევროპული საქართველოგირჩი-მეტი თავისუფლებამოძრაობა დროა და ლელო, ასევე, Tbilisi Pride. აქტივისტებმა რუსთაველის გამზირზე LGBT დროშა აღმართეს და ფერადი კვამლი გაუშვეს.

მშვიდობიანი აქციის პარალელურად პუტინისტი, ძალადობრივი ჯგუფები კონტრაქციას მართავენ. რუსთაველზე მდგომარეობა რამდენჯერმე დაიძაბა. პუტინისტური ჯგუფების წევრები მდუმარე აქციის მონაწილეებს მეტალის ნაჭრებს, შუშებსა და ქვებს ესროდნენ. მოგვიანებით, მათ პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯეს და დაწვეს.

კომენტარები