პრაიდის კვირეული

"EU-ს დროშის დაზიანებაზე, შესაძლოა, ჯარიმები დაწესდეს" – ჯაფარიძე კუჭავასთან შეხვედრის შემდეგ

Emerging Europe

დღეს, 21 ივლისს, პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ოპოზიციურ პარტიებს შეხვდა. განხილვის ერთ-ერთი საკითხი იყო ევროკავშირის დროშის ჩამოხევის ფაქტი და ამასთან დაკავშირებით კანონპროექტში ცვლილებების შეტანა. 

საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, სახელმწიფო უწყებების შენობებთან განთავსებული ევროკავშირის ან რომელიმე სხვა პარტნიორი ქვეყნის დროშის ჩამოხევაზე, შესაძლოა, სანქციები დაწესდეს. 

"არსებობს ინიციატივა, რომ საკანონმდებლო დონეზე განმტკიცდეს დასჯადობა, უფრო სწორედ შემოღებული იყოს დასჯადობა ანალოგიური მოქმედებისთვის. დღეისათვის არსებობს სასჯელები, როდესაც ქართული სახელმწიფოს სიმბოლოების დაზიანება ხდება. ანალოგიურ საფუძველზე მსგავსი იქნება, თუ მოხდება ევროკავშირის დროშის შეურაცხყოფა. საკანონმდებლო ცვლილებები, დიდი ალბათობით, საპარლამენტო სესიის სხდომაზე იქნება გამოტანილი. საუბარი იყო სასჯელის ზომაზეც". – ამბობს ლელოს ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე.

პარტია სტრატეგია აღმაშენებლის წევრის, თეონა აქუბარდიას თქმით, განიხილება 1 000 ლარიანი ჯარიმა. მისივე თქმით, იგივე ქმედების განმეორების შემთხვევაში, შესაძლოა, ადმინისტრაციული პატიმრობაც გამოიყენონ.

"საუბარია 1000 ლარიან ჯარიმაზე, ჯერ არ არის საბოლოო სახით კანონპროექტი წარმოდგენილი, ასევე შესაძლებელია იყოს ადმინისტრაციული ჯარიმა მოსამართლის გადაწყვეტილებით. ვფიქრობ, რომ ამგვარი ინიციატივა არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ სხვა დროს, როცა სახელმწიფო ვერ დაიცავს სახელმწიფო სიმბოლიკას და, მათ შორის, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების დროშას სახელმწიფო შენობების წინ, კონკრეტული ჯარიმა არსებობდეს, იქნება ეს ფულადი სახით, პირველ შემთხვევაში თუ განმეორებით შემთხვევაში, მოსამართლის მხრიდან იყოს გამოყენებული ადმინისტრაციული პატიმრობა“. – ამბობს თეონა აქუბარდია.

6 ივლისს პარლამენტის წინ მდუმარე, მშვიდობიანი აქცია თავისუფლებისთვის გაიმართა. აქტივისტებმა 5 ივლისის ძალადობა გააპროტესტეს. აქციას შეუერთდა ევროპული საქართველოგირჩი-მეტი თავისუფლებამოძრაობა დროა და ლელო, ასევე, Tbilisi Pride. აქტივისტებმა რუსთაველის გამზირზე LGBT დროშა აღმართეს და ფერადი კვამლი გაუშვეს.

მშვიდობიანი აქციის პარალელურად პუტინისტი, ძალადობრივი ჯგუფები კონტრაქციას მართავენ. რუსთაველზე მდგომარეობა რამდენჯერმე დაიძაბა. პუტინისტური ჯგუფების წევრები მდუმარე აქციის მონაწილეებს მეტალის ნაჭრებს, შუშებსა და ქვებს ესროდნენ. მოგვიანებით, მათ პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯეს და დაწვეს.

კომენტარები