ეკონომიკა

ღარიბაშვილი: სავალუტო ფონდის პროგნოზით, წელს ჩვენი ეკონომიკა 7.7%-ით გაიზრდება

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.7%-მდე გაზარდა.

"მე მინდა, გამოვეხმაურო საერთაშორისო სავალუტო ფონდის გადაწყვეტილებას, რომელმაც გაიზიარა ჩვენი პროგნოზი და წელს ჩვენი ეკონომიკის ზრდა მათი პროგნოზის მიხედვით შეადგენს 7.7%-ს. გაზარდეს, მანამდე იყო 3.5%-მდე და მათი ახალი კორექტირებული პროგნოზი 7.7%-მდე გაიზარდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს პოზიტიური, ძლიერი ტემპი შევინარჩუნოთ. ამიტომ, კიდევ ერთხელ, თხოვნით მივმართავ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში". – თქვა ღარიბაშვილმა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) წინა პროგნოზით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 3.5% უნდა ყოფილიყო.

მსოფლიო ბანკის პროგნოზის თანახმად, საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს 4.3%-ის მაგივრად, 6%-ით გაიზრდება, ხოლო 2022 და 2023 წლებში - 5%-ით.

ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, საბაზისო სცენარში 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.5%-ით გაიზრდება, ხოლო 2022 წლისთვის 6.9%-ით.

კომენტარები