ეკონომიკა

ფინანსთა სამინისტრომ 2021 წლის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 4.3%-დან 6.5%-მდე გაზარდა

დღეს, 31 მაიის მთავრობის სხდომაზე, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ეკონომიკის ზრდის ახალი პროგნოზი წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც საბაზისო სცენარში 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 6,5%-ით გაიზრდება, ხოლო 2022 წლისთვსი 6,9%-ით. აქამდე ფინანსთა სამინისტრო 2021 წელს 4.3%-იან ზრდას ვარაუდობდა.

ეს უმეტესწილად განაპირობა აპრილის თვეში საქართველოს ეკონომიკის 44,8 პროცენტიანმა ზრდამ, თუმცა ეს იმის ფონზე, როდესაც ამავე პერიოდის გასულ წელს საქართველოს ეკონომიკა 16,6 პროცენტით შემცირდა.

ამასთან ერთად, ინანსთა სამინისტრო პროგნოზებს 3 სცენარით წარმოადგინეს. წინა თვის პროგნოზი (4.3%) რჩება ნეგატიურ სცენარში; საბაზისო სცენარში გაიზრდება 6,9%-ით, ხოლო ოპტიმისტურ პროგნოზში 2021 წლის ეკონომიკური ზრდა 10,2%-ს შეადგენს.

ჯერ-ჯერობით ზრდის პროგნოზი არ შეუცვლია საერთაშორისო ორგანიზაციებს. ბოლო მონაცემებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 3.5% იქნება. წინა პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა 4.3% უნდა ყოფილიყო.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) შემდეგ საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზს აზიის განვითარების ბანკმაც(ADB) შეამცირა. პანდემიის შეკავების მიზნით დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის ხარჯზე, საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2021 წელს 3.5%-ით არის მოსალოდნელი, მაშინ როდესაც 2020 წლის აპრილში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.5%-ით უნდა გაზრდილიყო.   

კომენტარები