ეკონომიკა

IMF-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.3%-დან 3.5%-მდე შეამცირა

Bloomberg

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 3.5% იქნება. წინა პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა 4.3% უნდა ყოფილიყო.

2020 წლის ოქტომბერში IMF საქართველოს 5%-იან ეკონომიკურ ზრდას უწინასწარმეტყველებდა, თუმცა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მაშინ პროგნოზის 4.3%-მდე შემცირების მიზეზად ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების რიცხვის ზრდა და რეგიონში პოლიტიკური ვითარების გამწვავება დაასახელა.

IMF-ის თანახმად, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2022 წელს 5.8% იქნება, ხოლო 2023 წელს 5.5%.

მსოფლიო ბანკის თანახმად კი საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს 4%-ით, ხოლო 2022 წელს 5%-ით გაიზრდება. თუმცა, გაუმჯობესების მიუხედავად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ საქართველოს ეკონომიკური შედეგები COVID-19-მდე არსებულ დონემდე 2022 წლის ბოლომდე აღდგება, რასაც დიდწილად განაპირობებს არც თუ ისე დამაიმედებელი პროგნოზები საერთაშორისო ტურიზმის პერსპექტივებზე.

კომენტარები