ოპოზიცია

ხაზარაძე: საჭიროა შეთანხმება, რომ ენმ არ წარადგენს ძალოვან მინისტრებს მომავალ მთავრობაში

ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამომდინარე საჭიროა, უკვე დღეს, ოპოზიციურმა ძალებმა გადადგან ქმედითი ნაბიჯები დიდი კოალიციის შესაქმნელად.

უკვე დღეს საჭიროა დაიწყოს კონსულტაციები ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე და პრემიერობის კანდიდატზე.

დღესვეა საჭირო შეთანხმება, რომ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ძალოვანი მინისტრები არ იქნებიან წარდგენილები მომავალ მთავრობაში,

ისინი უნდა იყვნენ პროფესიონალები სამოქალაქო საზოგადოებიდან, თუ ოპოზიცია ამას შეძლებს, მაშინ არსებული, ოცნების ხელისუფლება შეიცვლება და ქვეყანა დაადგება სწრაფი რეფორმების და ევროინტეგრაციის შეუქცევად გზას.

წერს პარტია ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე.

კომენტარები