შარლ მიშელის ვიზიტი

მიშელი: მოსამართლეების დანიშვნა სრულად არ ასახავს კონსულტაციების შედეგებს

შარლ მიშელი
DW

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა საქართველოსთვის დაკარგული შესაძლებლობაა. 

მისივე თქმით, მოსამართლეების სწრაფად დანიშვნა სრულად არ ასახავს იმ კონსულტაციების შედეგებს, რომელიც იყო საერთაშორისო პარტნიორებთან. 

"კანონის უზენაესობის კონსოლიდირებული პროგრესი პოლიტიკური და მართლმსაჯულების გზით არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი. ეს რეფორმა არის 19 აპრილის შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი და ასევე არის წინაპირობა ფინანსური დახმარების. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სწრაფი დანიშვნა სრულად არ ასახავს იმ კონსულტაციების შედეგებს, რომელიც იყო საერთაშორისო პარტნიორებთან და ასევე ადგილობრივ დაინტერესებულ პირებთან. ეს ნამდვილად არის დაკარგული შესაძლებლობა". – ამბობს შარლ მიშელი. 


ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, საქართველოში 18 ივლისს ჩამოვიდა. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტები მას მედიაზე თავდასხმების შესახებ საპროტესტო ბანერებითა და გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოებით დახვდნენ. 

შარლ მიშელი საქართველოში ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას დაესწრება, რომელიც 19 ივლისს იხსნება. ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციას დაესწრებიან უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. ქართულ მხარეს წარმოადგენენ ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მთავრობის წევრები.

კონფერენციის ცენტრალური საკითხი ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის  გაღრმავებული თანამშრომლობა იქნე

კომენტარები