ჟურნალისტებზე ძალადობა

ზურაბიშვილი: მედიას უნდა მიეცეს შეზღუდვების გარეშე მუშაობის შესაძლებლობა!

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს და მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ მედიას უნდა მიეცეს შეზღუდვების გარეშე მუშაობის შესაძლებლობა.

"რაც შეეხება მედიასთან საქმიანი ურთიერთობის რეჟიმის გაწყვეტას, ნებისმიერი კრიტიკული პოზიციის მიუხედავად, ყველა ვთანხმდებით, რომ ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს და მედიას უნდა მიეცეს შეზღუდვების გარეშე მუშაობის შესაძლებლობა!

ხვალ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე და ლიდერთა შეხვედრაზე მსჯელობა იქნება ჩვენი ქვეყნის ერთ უალტერნატივო არჩევანზე – გზა ევროპისკენ! სამი ასოცირებული ქვეყანა ხელს აწერს ერთობლივ დეკლარაციას! ჩვენი გაცხადებული სურვილი, ვიყოთ ევროპული ოჯახის წევრი, უნდა იყოს საქმით გამყარებული და დამტკიცებული, ხვალ სწორედ ამის დროა!". – ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში. 

17 ივლისს მთავარი არხი, ფორმულა, TV პირველი და ტვ.კავკასია პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ღონისძიებაზე არ მიიწვიეს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნულ ტელევიზიებმა ყველანაირი წითელი ხაზი გადაკვეთეს და მათ "არ აინტერესებთ პასუხები კითხვებზე, ისინი მუდმივად იქცევიან დესტრუქციულად და მხოლოდ თავიანთ პოლიტიკურ დღის წესრიგს მიჰყვებიან". ღონისძიებაზე მხოლოდ რუსთავი 2-ის, საზოგადოებრივი მაუწყებლის, იმედის და POSTV-ს წარმომადგენლები იყვნენ.

აღსანიშნავია, რომ ამ ფონზე17 ივლისს ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველოს მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რათა "ჟურნალისტებს თავისუფალი მუშაობის, გადაადგილების საშუალება ჰქონდეთ".  მან მედიის პროტესტი  კვლავ სააკაშვილისა და მისი რადიკალური ჯგუფის სპეკულაციად მოიხსენია

კომენტარები