ოპერატორის გარდაცვალება

"ლაშქარავას საქმეში ნარკოტიკების შეძენა-შენახვა ცალკე გამოიყო" – შს მინისტრის მოადგილე

ლექსო ლაშქარავა
TV პირველი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე ამბობს, რომ ტელეკომპანია პირველის გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას საქმეში ნარკოტიკების უკანონოდ შეძენა-შენახვის საკითხი ცალკე გამოიყო.

"ლექსო ლაშქარავას საქმის გამოძიების ფარგლებში, ცალკე წარმოებად გამოიყო ნარკოტიკების უკანონოდ შეძენა-შენახვის საკითხი. ამ მიმართულებით მიმდინარეობს გამოძიება, ხდება შესაბამისი ყველა რელევანტური მტკიცებულების მოპოვება და საზოგადოებას უახლოეს მომავალში ვაცნობებთ კონკრეტულ შედეგებს ამ საქმესთან მიმართებით".  – ამბობს ის იმედთან ინტერვიუში. 

დარახველიძე არ უარყოფს და არც ადასტურებს, დაკავშირებულია თუ არა ლაშქარავას საქმესთან შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადება ფონიჭალასა და თბილისის რაიონებში ნარკორეალიზატორების დაკავებასთან დაკავშირებით.

TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს, დედამ გარდაცვლილი იპოვა. ლაშქარავას ექსპერტიზა უტარდება. შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყება ამტკიცებს, რომ ლაშქარავას გვამიდან აღებულ ნიმუშებში ნარკოტიკი აღმოჩნდა და, შესაძლოა, ყოფილიყო ზედოზირება.   

TV პირველის გადამღებ ჯგუფზე ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ხუთი ორკი ჰყავს დაკავებული. ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას თქმით, მათ ოცამდე მოძალადე სცემდა.

კომენტარები