ჟურნალისტებზე ძალადობა

ნაცვლიშვილი: როცა მედია არის დაუცველი, ეს ნიშნავს, რომ არცერთი მოქალაქე არ არის დაცული

ჩვენ ვნახეთ, როგორ გადაუარეს მედიას, როგორ არ შეაჩერეს ძალადობა და, ამავე დროს, როგორ გამოუცხადა ხელისუფლებამ ბოიკოტი მედიას. ეს არის ერთი დიდი სურათის შემადგენელი ნაწილი და ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა. მე ვფიქრობ, რომ მედია იმსახურებს სრულ სოლიდარობას. მედიის ფუნქციონირება სჭირდება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და როცა მედია არის დაუცველი, ეს ნიშნავს, რომ არცერთი მოქალაქე არ არის დაცული. 

ლელო საქართველოსთვის წევრი ანა ნაცვლიშვილი. 17 ივლისს, 18:00 საათზე, პარლამენტის წინ მედიის წარმომადგენლების მორიგი აქცია გაიმართება. 

კომენტარები