5 ივლისის ძალადობა

პაპუაშვილი: რატომ გაუჭირდა ძალადობის აღკვეთა აშშ-ს BLM მოძრაობის აქციების დროს?

შალვა პაპუაშვილი

რაც შეეხება 5 ივლისის საკითხს, გვინახავს თუ არა მასობრივი არეულობები ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის დასავლეთის ქვეყნებში?! ახლაც ხდება, მგონი. რას ნიშნავს მასობრივი არეულობები? ეს არის ძალადობის სპონტანური აქტი, როდესაც პოლიციას უჭირს ლოკალიზება ამ ძალადობის და მხოლოდ რაღაც პერიოდის შემდეგ ახერხებს. რატომ გაუჭირდა ამერიკის შეერთებულ შტატებს ე.წ. Black Lives Matter მოძრაობა რომ იყო და ვიცით, რომ ანგრევდნენ ძეგლებს, მაღაზიებში იჭრებოდნენ, ხალხი დაზიანდა.. Black Lives Matter ხომ გვახსოვს? თვეები გრძელდებოდა. ყვითელი ჟილეტების პროტესტი გვახსოვს? თვეები გრძელდებოდა ესეც. რატომ უჭირთ? იმიტომ, რომ მასობრივი არეულობის პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ გაფანტულია, დიდია რაოდენობა ადამიანებისა და რთულია ამის ლოკალიზება.


ქართული ოცნების წევრმა, შალვა პაპუაშვილმა 5 და 6 ივლისს, პოლიციის მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხოების ვერ უზრუნველყოფის თაობაზე კომენტარი პალიტრანიუსის ეთერში გააკეთა.

კომენტარები