პრაიდის კვირეული

პუტინისტური დაჯგუფების ლიდერმა, ზურა მახარაძემ სამმართველო დატოვა

პუტინისტური მედიის, ალტ-ინფოს დამფუძნებელმა ზურა მახარაძემ სამმართველო დატოვა. მან მედიასთან დეტალების შესახებ არ ისაუბრა. 

ამასთან ერთად, გამოუშვეს პუტინისტური ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერიც, ალექსანდრე ფალავანდიშვილი.

დღეს,16 ივლისს, სამართალდამცველებმა პუტინისტური მედიის, ალტ-ინფოს დამფუძნებლის, ზურაბ მახარაძის სახლი გაჩხრიკეს. მისი ცოლის ინფორმაციით, პოლიცია დილით ცხრის ნახევარზე შევიდა, ჩხრეკის დასრულების შემდეგ მახარაძე განყოფილებაში გადაიყვანეს.

ასევე გაჩხრიკეს ძალადობრივი, პუტინისტური ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერის, გურამ ფალავანდიშვილის სახლიც.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით არ ასახელებს, თუ ვის სახლებში მიმდინარეობს ჩხრეკა, თუმცა უწყებაში ადასტურებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები 5-6 ივლისის მოვლენებს ეხება. 

კომენტარები