პრაიდის კვირეული

ევროკავშირი: რიტორიკა საერთო ღირებულებების წინააღმდეგ, საფრთხეა ეროვნული უსაფრთხოებისთვის

ევროკავშირის წერილში ქვეყნები ერთობლივად მიმართავენ საქართველოს მთავრობას, რომ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა წინააღმდეგ მიმართული რიტორიკა საზიანოა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. მათი თქმით, ამჟამად საქართველოში დემოკრატია უკვე დეზინფორმაციით გამოწვეული რისკების პირისპირ დგას.

"ევროკავშირი და საქართველო იზიარებენ და ერთგულნი არიან პრინციპისა, რომ ადამიანის უფლებები საყოველთაო და განუყოფელია და შეეხება ყველა ადამიანს, განურჩევლად  სექსუალური ორიენტაციისა თუ  გენდერული იდენტობისა. ჩვენ ვიზიარებთ ფუნდამენტურ რწმენას, რომ უნდა დავიცვათ კონსტიტუციით გარანტირებული თითოეული მოქალაქის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება და მედიის თავისუფლება. ეს საზიარო ღირებულებები გაცხადებულია ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმებაში და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში. ეს ღირებულებები გვაერთიანებს და სიამაყის საფუძველსაც გვაძლევს, თუმცა, ასევე, გვავალდებულებს, რომ ვიმოქმედოთ მათ დასაცავად და ისინიც დავიცვათ, ვინც ყველაზე დაუცველია ჩვენს საზოგადოებაში.

ამ ღირებულებების წინააღმდეგ მიმართული აქტიური  რიტორიკა  ეროვნულ უსაფრთხოებასაც უქმნის საფრთხეს და ზრდის დაუცველობას ქართული დემოკრატიისა, რომელიც უკვე დგას დეზინფორმაციით გამოწვეული  მნიშვნელოვანი რისკების  პირისპირ." - ნათქვამია ევროკავშირის წერილში.


15 ივლისს ევროკავშირის წარმომადგენლებმა ერთობლივი წერილი გაუგზავნეს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ვიცეპრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს. 

წერილში ევროკავშირის ქვეყნები აკრიტიკებენ  5-6 ივლისის მოვლენებში მთავრობის უმოქმედობას და ხედავენ მთავრობის წევრების პასუხისმგებლობას. 

ევროკავშირი ითხოვს ადეკვატურ პოლიტიკურ და სამართლებრივ ზომებს.

კომენტარები