ვაქცინაცია

გამყრელიძე: ამ ეტაპზე, საქართველოში შემოსულია Pfizer-ის 28 000 დოზა

ამ ეტაპზე შემოსულია 28 000 დოზა, რომელიც გაიყოფა ორ ნაწილად. 14 000 და 14 000, მოგეხსენებათ, მეორე დოზა კეთდება 3 კვირის შემდეგ, ამიტომ, გარანტირებულად ყველა ადამიანს რომ შეხვდეს, პირველად აცრილს, რა თქმა უნდა, იქნება მათთვის გარანტირებული. ჯავშნები იქნება 18 წლიდან ზემოთ, თუმცა იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება უკვე არსებობს, ასაკი დაიწევა Pfizer-ზე, როგორც არის ინსტრუქციით 16 წლის ზემოთ, ეს გაფორმდება მომავალ კვირაში მინისტრის შესაბამისი ბრძანებით და მეორე პარტია რომ შემოვა Pfizer-ის ქვეყანაში, იქ უკვე იქნება 16 წლის ზემოთ, ამ ეტაპზე ჯავშნები იქნება მხოლოდ 18 წლის ზემოთ.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე. ვაქცინაციის პორტალზე რეგისტრაცია დღეს, 15:00-დან დაიწყება.

 

კომენტარები