ვაქცინაცია საქართველოში

Pfizer-ის ვაქცინის ახალი დოზები საქართველოშია, აცრაზე რეგისტრაცია დღეიდან იწყება

ფოტო: BBC.COM

კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინის ახალი დოზები საქართველოშია, ამის შესახებ განცხადებას ჯანდაცვის სამინისტრო აკეთებს. ვაქცინაციის პორტალზე რეგისტრაცია დღეს, 15:00-დან დაიწყება. Pfizer-ით აცრა კი 18 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის იქნება შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ Pfizer-ით სრულად აცრისთვის საჭიროა ორი დოზის გაკეთება 21-28 დღის ინტერვალით.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, Pfizer-ით აცრას მოქალაქეები პირველ ეტაპზე 7 სამედიცინო დაწესებულებაში შეძლებენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ Pfizer-ის მილიონ დოზას ეტაპობრივად მიიღებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, წელს, დაახლოებით ოქტომბრის ბოლომდე  Pfizer-ის 1.5 მილიონი დოზა შემოვა საქართველოში.

ამასთან ერთად, 2 ივლისს საქართველოში სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინის მილიონი დოზა შემოვიდა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ამ ეტაპზე აცრაზე რეგისტრაციის 3 გზა არსებობს: ელექტრონული გზით რეგისტრაცია, ცხელ ხაზზე რეგისტრაცია და პირდაპირ კლინიკაში რეგისტრაცია. 

კომენტარები