ვაქცინაცია საქართველოში

გამყრელიძე: ოქტომბრის ბოლომდე Pfizer-ის 1.5 მილიონი დოზა შემოვა

რა თქმა უნდა, მე თარიღი ვიცი, მაგრამ სანამ თვითმფრინავი არ დაჯდება, ნამდვილად ვერ გეტყვით. მალე იქნება Pfizer-ის გარკვეული დოზები. რაც მთავარია, ეს იქნება პირველი პარტია და შემდეგ ამას სწრაფად მოჰყვება მეორე, მესამე. ჩვენი გათვლებით, წელს, დაახლოებით ოქტომბრის ბოლომდე 1.5 მილიონი დოზა Pfizer-ი. მოსახლეობაზეა დამოკიდებული, რამდენად აქტიური ვიქნებით.

თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები