ვაქცინაცია საქართველოში

გამყრელიძე: რეკომენდაციაა, ორივე დოზა ერთი და იმავე ვაქცინით გაკეთდეს, მსჯელობაა ბუსტერზე

ჯერჯერობით, საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოება შეთანხმებულია, რომ ჯობია, როდესაც იწყებ ერთი ვაქცინით პირველ ინექციას, მეორე დოზა გაიკეთო იგივე ვაქცინით, თუ პირველ ინექციაზე არ იყო განსაკუთრებით ძლიერი გვერდითი რეაქცია. თუ იყო განსაკუთრებული გვერდითი რეაქცია, მაშინ ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას ვაქცინის შეცვლასთან დაკავშირებით. 

ახლა მთელი რიგი კვლევები მიმდინარეობს ვაქცინების ჩანაცვლებასთან დაკავშირებით – როდესაც იწყება ერთი ვაქცინით და შეიძლება, გაიკეთო მეორე, მაგრამ, ჯერჯერობით, მყარი სამეცნიერო მტკიცებულებები არ არის. დღეს რეკომენდაციაა, რომ რითიც დაიწყე, ის გაიკეთო მეორე, თუ პირველ ინექციაზე არ იყო მძიმე ალერგიული ან სხვა ტიპის გვერდითი რეაქცია. 

რაც შეეხება ბუსტერს, ანუ მესამეს, ამაზე აქტიურად მიდის მსჯელობა. საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოება ჯერ არ არის შეთანხმებული, გადატანის, პირველი ან ორივე ინექციის შემდეგ რამდენ ხანს გრძელდება ე.წ. ხელოვნური იმუნიტეტი. უმრავლესობა შეთანხმებულია, რომ ეს არის 6-8 თვე. ამიტომ, შესაძლებლია, დადგეს ე.წ. ბუსტერის საჭიროება, რომელზეც დღეს მიმდინარეობს სერიოზული მსჯელობა.

თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები