პრაიდის კვირეული

ხოშტარია 5 ივლისზე: ხელისუფლებამ აიღო და ქვეყანას დიდი ურო ჩაარტყა – რუსული სცენარია

ზიანის მასშტაბი ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც ძალიან დიდი და გრძელვადიანია, მიუხედავად იმისა, რომ დღეს შეიძლება გვეჩვენებოდეს, წარსული დღეებია. რამდენად გრძელვადიანი და რამდენად დიდი, დამოკიდებულია, მათ შორის, ჩვენზე – ამ ყველაფერს რით ვუპასუხებთ და რამდენად შევძლებთ, რომ ეს ტრაექტორია შემოვაბრუნოთ. ეს გზა პირდაპირ მიდის გადაჩეხვამდე, აქ ორი აზრი არ არსებობს. რეალურად, თავი რომ დავანებოთ ადამიანის უფლებების დაცვას, რაც ახალი არ არის, რომ ეს ხელისუფლება იცავს უფლებებს იმის მიხედვით, თუ ვინ მოსწონს და ვინ არ მოსწონს, თავი რომ დავანებოთ კონსტიტუციის დაცვას, რომელსაც ასევე იყენებს ისე, როგორც აწყობს, რეალურად ხელისუფლების მხრიდან მოხდა ქვეყნის დესტაბილიზაცია – აიღეს და ქვეყანას ჩაარტყეს დიდი ურო. ვინმე ერთი კონკრეტული კი არა, მთლიანად ქვეყანა წაიყვანეს დესტაბილიზაციისაკენ. 

ეს არის გარდაუვალი ტრაექტორია, რომელიც გაიარა რუსეთმა. უმცირესობების თემით სპეკულირება და ამის გამოყენება ანტიდასავლური განწყობების გასაღვივებლად, ვითომ ტრადიციების დასაცავად, ეს არის კლასიკური დეკლარირებული რუსული სცენარი.

თქვა მოძრაობა დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ TV პირველის ეთერში ღირსების მარშის კონტრაქციისა და ძალადობრივი მოვლენების შესახებ. 

კომენტარები