პრაიდის კვირეული

ეპისკოპოსი ქრისტოფერ კოკსვორსი: თბილისში მღვდლები ძალადობას იწონებდნენ და ხალხს აქეზებდნენ

ის ქრისტიანები, ვინც სექსუალობის ტრადიციულ ეთიკას უჭერენ მხარს და ისინიც, ვინც ასეთ ეთიკას გამოწვევას უცხადებენ, ერთნაირად შოკირებულები და შეწუხებულები იქნებიან იმის ნახვით, რომ ამ დღეებში თბილისის ქუჩებში მღვდლები იწონებდნენ ძალადობას და აქეზებენ ხალხს ძალადობისათვის, სწორედ იმ ქუჩებში, სადაც მე ერთი კვირის წინ დავიარებოდი.
 
ვინმეს რამეში დარწმუნება თუ გვინდა ქრისტიანულად, ეს უნდა გავაკეთოთ მშვიდობიანად, პატივისცემის გამოხატვით, მოსმენითა და მოსიყვარულე ურთიერთობით, ყოველთვის ქრისტეს ჯვრით და არასდროს წუთისოფლის მახვილით.

ქოვენთრის ეპისკოპოსისა და ლორთა პალატის წევრის, დოქტორი ქრისტოფერ კოკსვორსის კომენტარი 5 ივლისის მოვლენების შესახებ.

 5 ივლისს Tbilisi Pride-მა ღირსების მარშის ჩატარება ვერ შეძლო, რადგან სამართალდამცველებმა ორკებს თავისუფლად თარეშის უფლება მისცეს, რომლებიც თავს დაესხნენ 54 მოქალაქეს და მათგან 53 ჟურნალისტს, დაარბიეს კარვები და ოფისები. 

კომენტარები