პრაიდის კვირეული

ღარიბაშვილი: საქართველოში არ ხდება განსხვავებული ცხოვრების წესის ადამიანების დისკრიმინაცია

მე შეგახსენებთ, რომ ჩემი პრემიერმინისტრობის დროს, 2014 წელს, სწორედ ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად, ჩვენ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, თუმცა ამავე დროს, ვინაიდან გავითვალისწინეთ ჩვენი ტრადიციები, კულტურა და ჩვენი მოსახლეობის ინტერესები, ჩვენ მაშინ კონსტიტუციაში ასევე მოვახდინეთ ქორწინების დეფინიცია, რაც ასევე სხვა საკითხია, მაგრამ დღეს ჩვენს ქვეყანაში არ ხდება დისკრიმინაცია განსხვავებული აზრის, განსხვავებული ცხოვრების წესის ადამიანების.

ამბობს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან გამართულ ბრიფინგზე.

პუტინისტური ჯგუფები, რომლებიც ღირსების მარშის ჩატარებას ეწინააღმდეგებიან, 5 ივლისს ქაშუეთის ტაძრის ეზოში შეიკრიბნენ. ძალადობრივი ჯგუფები ჟურნალისტებს თავს ესხმოდნენ, აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. პუტინისტურმა ჯგუფებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტაბულას ჟურნალისტსაც.

მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამხალისებელი განცხადებები. 

კომენტარები