პრაიდის კვირეული

ღარიბაშვილი: ჟურნალისტებზე ძალადობა შეიძლება დესტრუქციული ოპოზიციონერების ინტერესში იყოს

რაც შეეხება თქვენს მიერ ნახსენებ არასასიამოვნო და ძალადობრივ ფაქტებს, მე, რა თქმა უნდა, საჯაროდ დავგმე ამის თაობაზე ბატონო კომისარო. მიუღებელია სრულად, კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ფორმით გამოხატული ძალადობა. მითუმეტეს, ძალადობა ჟურნალისტებზე. ეს არის გაუგონარი ფაქტი და, რა თქმა უნდა, ეს არ არის არც მთავრობის ინტერესებში, არც ეკლესიის ინტერესებში, არც ჩვენი ხალხის და ქვეყნის ინტერესებში. ეს შეძლება იყოს, სამწუხაროდ, ჩვენდამი მტრულად განწყობილი ქვეყნის ინტერესებში ან ზოგიერთი დესტრუქციული ოპოზიციონერების ინტერესებში. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ფაქტებს გამოვიძიებთ. პოლიციამ უკვე დაიწყო ადამიანების დაკავება, ვინც ჩაიდინა ძალადობა. გუშინ პოლიციამ 100 ადამიანი დააკავა ადგილზე და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ფაქტებს არ დავტოვებთ გამოუძიებელს.

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან გამართულ ბრიფინგზე.


პუტინისტური ჯგუფები, რომლებიც ღირსების მარშის ჩატარებას ეწინააღმდეგებიან, 5 ივლისს ქაშუეთის ტაძრის ეზოში შეიკრიბნენ. ძალადობრივი ჯგუფები ჟურნალისტებს თავს ესხმოდნენ, აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. პუტინისტურმა ჯგუფებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტაბულას ჟურნალისტსაც.

მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამხალისებელი განცხადებები. 

კომენტარები