პრაიდის კვირეული

ხოშტარია: თუ არ შევცვალეთ ხელისუფლება, ძალადობის, უფლებების დარღვევის პრობლემა სულ იქნება

ღარიბაშვილი იყო შემსრულებელი იმ ძალიან კარგად დაგეგმილი ოპერაციის, რომელიც დაიწყო მისი განცხადებით, სადაც პირდაპირ გააქეზა და განაცხადა, რომ ძალადობა დაშვებულია ამ ხალხის მიმართ და შეზღუდა მათი უფლებები. ჩვენ ვნახეთ პოლიცია, რომელიც ყველანაირი ძალადობის უფლებას აძლევდა და დადიოდა მოძალადეებთან ერთად და ჩვენ ვნახეთ სუს-ის მუშაობა, რომელიც აწვდიდა ლოკაციების მისამართს, სადაც იყვნენ პრაიდის წარმომადგენლები და პრაქტიკულად გაწირა ისინი თავდასხმებისთვის. ჩვენ ვნახეთ უამრავი მოქალაქე, რომელსაც დაესხნენ თავს, ტურისტი, რომელიც ასევე ამას შეეწირა. 

ეს დაგეგმილი იყო და, რა თქმა უნდა, ღარიბაშვილი არის პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე. თუმცა არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ღარიბაშვილის შეცვლით ეს პრობლემა აღმოიფხვრება. საბოლოო ჯამში ეს არის ივანიშვილის და საპატრიარქოს გარიგებით დაგეგმილი სპეცოპერაცია, თუ არ შევცვალეთ ეს ხელისუფლება, ეს პრობლემა ძალადობის, დაპირისპირების, დევნის, უფლებების დარღვევის სულ იქნება

ტვ პირველის ეთერში, გამოხატვის თავისუფლების დასაცავად გამართულ აქციაზე მოძრაობა დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ისაუბრა. პარლამენტთან 6 ივლისს პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების ნაწილი მას შემდეგ შეიკრიბა, რაც 5 ივლისს Tbilisi Pride-მა ღირსების მარშის ჩატარება ვერ შეძლო, რადგან სამართალდამცველებმა პუტინისტურ ჯგუფებს თავისუფლად თარეშის უფლება მისცეს, რომლებიც თავს დაესხნენ 54 მოქალაქეს და მათგან 53 ჟურნალისტს, დაარბიეს კარვები და ოფისები. 

კომენტარები