ვაქცინაცია საქართველოში

გამყრელიძე: ინდური შტამი ბრიტანულს ჩაანაცვლებს, სიფრთხილეა საჭირო, პირბადეს გარეთაც ვატარებ

დელტას, ანუ ინდური შტამის ცირკულაცია მთლიანად ევროპაში ანაცვლებს ბრიტანულს. როგორც არის პროგნოზი, აგვისტოს შუა რიცხვებში ის თითქმის სრულად ჩაანაცვლებს ბრიტანულ შტამს, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ამიტომ რეკომენდაციები უნდა დავიცვათ, მე, მაგალითად, გარეთაც ვატარებ პირბადეს, ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაცვის საშუალებაა, ამიტომ უარი არ უნდა ვთქვათ, როგორც უარი უნდა ვთქვათ დიდ თავშეყრაზე, მაგალითად, თუ იქნება კონფერენციები იქ დაუშვან მხოლოდ ორჯერადად აცრილები, ასევე სასტუმროში პერსონალიც.

თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები