პრაიდის კვირეული

ჩერგოლეიშვილი: ეს ფასეულობების ომია! ამ ომის მოგება ჩვენი თაობის ისტორიული მისიაა!

ეს არის ფასეულობების ომი!

მხოლოდ ღირებულებების გარშემო გაერთიანებული ადამიანები შეძლებენ ამ ომის მოგებას.

2012 წლიდან ვხვდები ამას.

მაგრამ "ჩემზე ჭკვიანები" და "ჩემზე მაკიაველებეეე" პრაგმატულობას მიწუნებდნენ და კომპრომისს ითხოვდნენ.

მე კიდევ ზუსტად ვიცი მათზე პრაგმატული ვარ, ამიტომ არ ვიკარებ გვერდზე არავის, ვისთვისაც საკუთარი თავი და მდგომარეობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფასეულობები.

ეს არის ფასეულობების ომი.

ამ ომს თუ ვიგებთ, სამშვიდობოს ვართ და შოთას, სულხან-საბას, ილიას, ვაჟას, მარო მაყაშვილის ... ყველა კარგი ქართველის მისია წარმატებით სრულდება.

ესაა ჩვენი თაობის ისტორიული მისია – ფასეულობების ომის მოგება და თავისუფალ სამყაროში თავის დამკვიდრება.

წერს თამარ ჩერგოლეიშვილი Facebook-ზე. დილიდან რუსთაველის გამზირზე პუტინისტური ჯგუფები შეიკრიბნენ, ადგილზე მივიდნენ სასულიერო პირებიც, მათ შორის პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ პრაიდის გამართვა მიზანშეწონილი არ არის. ამის შემდეგ,  პუტინისტურმა ჯგუფებმა ოპოზიციის კარვები დაარბიეს, ჟურნალისტებს სცემეს, სირცხვილიას და თბილისი პრაიდის ოფისებში შევარდნენ. მოძალადეები ახლაც ქალაქის ქუჩებში დადიან, მანქანებს ქვებს ესვრიან, მათ გაეროს ოფისში შეჭრაც სცადეს. პოლიციამ არავინ დაუკავებია.

პუტინისტური ჯგუფების და საპატრიარქოს ქმედებების გამო, თბილისი პრაიდის დასკვნითი ღონისძიება – ღირსების მარში დღეს აღარ გაიმართება.

კომენტარები