პრაიდის კვირეული

ბუაძე: ეს ლაჩრული და სიძულვილით სავსე საქციელი ოცნების მმართველობის კრისტალიზაციაა

ეს სამარცხვინო, ლაჩრული და სიძულვილით სავსე საქციელი არის ქართული ოცნების მმარველობის კრისტალიზაცია - მედიაზე ძალადობა, უმცირესობების ზიზღი და შევიწროება, კანონის სრული იგნორირება და სამშობლოს და ტრადიციების ამოყირავდბული გაგება. როგორი პატარები და მხდალებიც არიან, ზუსტად ისეთი პრემიერ მინისტრი ჰყავთ. დავწერდი, რომ მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენი წილიც დიდია იქამდე სანამ ამათ არ გამოვგლიჯავთ ხელიდან ქვეყანას.

წერს ლელოს ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე Facebook-ზე. პუტინისტური ჯგუფები, რომლებიც ღირსების მარშის ჩატარებას ეწინააღმდეგებიან, დღეს, 5 ივლისს ქაშუეთის ტაძრის ეზოში შეიკრიბნენ. ძალადობრივი ჯგუფები ჟურნალისტებს თავს ესხმიან, აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. პუტინისტურმა ჯგუფებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტაბულას ჟურნალისტსაც.

კომენტარები