პრაიდის კვირეული

კორძაია პრაიდზე: ღარიბაშვილმა კონსტიტუცია თავზე გადაგვახია, ის ახალისებს ძალადობას

პარლამენტში საქართველოს  პრემიერმინისტრმა თქვა - კონსტიტუციით ყველა დაცულიაო, ეს კონსტიტუცია მან დღეს თავზე გადაგვახია, მან არ იცის, რას ნიშნავს კონსტიტუცია, მან არ იცის, რა არის ადამიანის უფლებების დარღვევა, დღეს ის დგას და ახალისებს ძალადობას, იმიტომ, რომ ეშინია, რომ ხვალ საპატრიარქო მის წინააღმდეგ გამოვა

დეპუტატი თამარ კორძაია ღირსების მარშის კონტრაქციაზე. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ პრაიდის გამართვა მიზანშეწონილი არ არის. ამის შემდეგ, რუსთაველის გამზირზე პუტინისტურმა ჯგუფებმა ოპოზიციის კარვები დაარბიეს, ჟურნალისტებს სცემეს, სირცხვილიას და თბილისი პრაიდის ოფისებში შევარდნენ.

კომენტარები