პრაიდის კვირეული

სირცხვილია: პასუხისმგებლობა პრემიერს ეკისრება, მოძალადე ჯგუფებს მწვანე შუქი აუნთო

მინდია გაბაძე / პუბლიკა

სამოქალაქო მოძრაობა სირცხვილიას ინფორმაციით,  ოფისზე თავდასხმის დროს მათი წევრები არ დაშავებულან. სირცხვილია წერს, რომ აგრესიაზე პასუხისმგებლობა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ეკისრება, რომელმაც განცხადებით ძალადობრივ ჯგუფებს მწვანე შუქი აუნთო. 

"მეგობრებო, მადლობა მხარდაჭერისთვის! სირცხვილიას არცერთი აქტივისტი არ დაშავებულა და ყველანი უსაფრთხოდ ვართ. ამ აგრესიაზე პასუხისმგებლობა ეკისრება პრემიერს, რომელმაც დღევანდელი განცხადებით მწვანე შუქი აუნთო მოძალადე ჯგუფებს.შსს-ს მოვუწოდებთ დაიცვას კანონი და დაუყოვნებლივ აღკვეთოს ძალადობა". –წერია განცხადებაში. 

კომენტარები