პრაიდის კვირეული

სოხაძე პრაიდზე: საშინლად მოსაწყენი იქნება, ყველა ერთნაირი რომ ვიყოთ, ნუ ვიძალადებთ

ჩემზე კონსერვატიულ ოჯახში ძალიან ცოტაა გაზრდილი და აღზრდილი საქართველოში, მაგრამ, ამის მიუხედავად, მე ბავშვობიდან ვიცოდი, რომ ყველა ჩემნაირი არ შეიძლება იყოს და საშინლად მოსაწყენი იქნება, ყველა რომ ერთნაირი ვიყოთ. ჩვენგან განსხვავებულის პატივისცემა, მიღება და მიმღებლობა კი არა, პატივისცემა აბსოლუტურად თანაბარ მგომარეობაში ჩაყენება - ბევრი მათგანი ჩვენზე ნიჭიერია, ბევრი მათგანი ჩვენზე განათლებულია, რას ნიშნავს, არ მივიღოთ? 

უბრალოდ, მინდა ვთხოვო - უმრავლესობის წევრი ვარ მე ყველა პარამეტრით - ვიყოთ უფრო ლაღები, თავისუფლები, ნუ ვიძაბებით, ნურავისზე ნუ ვძალადობთ, ნუ ვესვრით ნურც კვერცხს, ნურც პომიდორს, მით უმეტეს, ტყვიას და ქვას. არ ვესროლოთ არავის - ის ასეთია, ჩვენ ასეთი ვართ. ეს არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ჩვენ ერთმანეთს ტაბურეტებითა და ქვებით ვდიოთ. რატომ გვეზიზღება ადამიანი, რომელსაც ჩვენთვის და საერთოდ არავისთვის არაფერი  დაუშავებია? 

ამბობს მომღერალი ირმა სოხაძე ფორმულასთან პრაიდის კვირეულზე საუბრისას.

კომენტარები