პრაიდის კვირეული

ბოკერია: ვისთვისაც თავისუფლება ძვირფასია, ღირსების მარშს მხარი უნდა დაუჭიროს

ერთი მხრივ, ქართული ოცნების ლიდერები და, მეორე მხრივ, სასულიერო პირები აგრძელებენ პირდაპირ ძალადობის წახალისებას ამ განცხადებებით. სასულიერო პირებისგან განსხვავებით, ივანიშვილის რეჟიმს აქვს ვალდებულება ჩვენი მოქალაქეების დაცვის და ამ ვალდებულების შესრულების მაგივრად, ვიმეორებ, პირდაპირ სიგნალს უშვებს, რომ ზოგიერთ ჩვენ მოქალაქეს, მათი აზრით, არ აქვს იგივე უფლებები, რაც ყველა დანარჩენს. 

ეს არის საფრთხე არა მხოლოდ ამ უმცირესობის ჯგუფისთვის, რომელიც ყველაზე უფრო მძიმე მდგომარეობაშია, სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულების და ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკის გამო, არამედ ყველა ჩვენგანის თავისუფლების საფრთხეა.

ამიტომ არის პრინციპული საკითხი ამ მანიფესტაციის ღიად მხარდაჭერა ყველა მოქალაქის, პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ძალის მხრიდან, ვისთვისაც ჩვენი ქვეყნის მომავალი, თავისუფლება და ჩვენი თავისუფლება არის ძვირფასი

თქვა ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ 5 ივლისს დაგეგმილი ღირსების მარშის შესახებ.

კომენტარები