პრაიდის კვირეული

ოხანაშვილი პრაიდზე: გადაადგილება შეიძლება შეიზღუდოს, თუ უფრო მაღალი ინტერესია საფრთხეში

ყველა პირს აქვთ თავისუფლად გადაადგილების კონსტიტუციურად გარანტირებული უფლება. რა თქმა უნდა, სახელმწიფო უზრუნველყოფს ყველა იმ ღონისძიებას, რაც საჭიროა ნებისმიერი გამოხატვის თავისუფლების რეალიზებისთვის. 

რაც შეეხება შესაძლო შეზღუდვებს, ეს დამოკიდებულია კონკრეტულ გარემოებებზე. ეს უფლება - თავისუფალი გადაადგილების უფლება - არ არის აბსოლუტური უფლება, რომელიც შეიძლება, რომ არ შეიზღუდოს. ეს უფლება შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვას იმ შემთხვევაში, თუ უფრო მაღალი ინტერესები, საზოგადოებრივი და საჯარო ინტერესი არის საფრთხის ქვეშ.

ამბობს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი პრაიდის კვირეულზე საუბრისას. 

პირველიდან ხუთი ივლისის ჩათვლით საქართველოში იმართება პრაიდის კვირეული, რომლის ფარგლებშიც გაიმართება კულტურული და პოლიტიკური ღონისძიებები. 5 ივლისს კი რუსთაველის გამზირზე ღირსების მარში გაიმართება. 

კომენტარები