პრაიდის კვირეული

კაჭარავა პრაიდზე: სიტუაციიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, გამართვა არ იქნებოდა მიზანშეწონილი

ქვეყანაში ნებისმიერი ადამიანის უფლებები დაცულია, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი, უმცირესობის თუ უმრავლესობის, წარმომადგენელი იქნება. გამორიცხულია, ვინმეს მხრიდან ყოფილიყო ძალადობის წახალისება, უბრალოდ, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, რეკომენდაცია იყო გაცემული. არსებულ სიტუაციაში, ვფიქრობთ, არ იქნებოდა მიზანშეწონილი ამ პრაიდის გამართვა

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, დავით კაჭარავა პრაიდის კვირეულზე საუბრისას. 

პირველიდან ხუთი ივლისის ჩათვლით საქართველოში იმართება პრაიდის კვირეული, რომლის ფარგლებშიც გაიმართება კულტურული და პოლიტიკური ღონისძიებები. 5 ივლისს კი რუსთაველის გამზირზე ღირსების მარში გაიმართება. 

კომენტარები