პრაიდის კვირეული

ომარი PRIDE-ზე: სოლიდარობას ვუცხადებთ მათ, ვინც საქართველოში თანასწორობისთვის იბრძვის

ილჰან ომარი

ამერიკელი დემოკრატი კონგრესმენი, ილჰან ომარი მხარდაჭერას უცხადებს თბილისი პრაიდს.

"ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ მათ, ვინც საქართველოში თანასწორობისთვის იბრძვის". – წერს კონგრესმენი twitter-ზე.

 Tbilisi Pride-ის ორგანიზებით პირველიდან ხუთი ივლისის ჩათვლით მოეწყობა პრაიდის კვირეული, რომლის ფარგლებშიც გაიმართება კულტურული და პოლიტიკური ღონისძიებები. 5 ივლისს კი რუსთაველის გამზირზე ღირსების მარში გაიმართება. 

პუტინისტური ჯგუფები ღირსების მარშის ჩაშლით იმუქრებიან.  პოლიტიკური მოძრაობა ერის ლიდერი, ლევან ვასაძე აცხადებს, რომ ის პრაიდის გამართვას არ დაუშვებს.

თბილისში დაგეგმილ პრაიდ ღონისძიებებთან დაკავშირებით 28 ივნისს ევროპარლამენტარებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელის, თანასწორობის კომისარ ჰელენა დალის და საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს მიმართეს და გომელაურს მოუწოდეს, დაიცვან ლგბტქ ადამიანების გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და უსაფრთხოება. 

ამასთან ერთად, მოძალადე, პრორუსული, პუტინისტური ჯგუფები აქციებს საელჩოებთან მართავენ. ფალავანდიშვილის ჯგუფი პრაიდის ჩაშლის მუქარის პარალელურად, ქვეყნიდან დასავლელი დიპლომატების გაძევებას ითხოვს. ამ მოთხოვნით მან და მისმა თანამოაზრეებმა მცირერიცხოვანი აქცია ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან გამართეს, შემდეგ კი აშშ-ის საელჩოსთან გადაინაცვლეს. 

კომენტარები