ქართული ოცნება 2021

კალაძე ჟურნალისტზე თავდასხმაზე: კრიტიკის მიუღებლობა აფერხებს დემოკრატიულ განვითარებას

სამწუხაროა, რომ მიწევს გამოვეხმაურო ისეთ მძიმე ფაქტს, როგორიც არის მედიაზე თავდასხმა და ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში  ხელისშეშლა. ძალადობა, დაპირისპირება, კრიტიკული აზრის მიუღებლობა ხელს უშლის ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბებას და აფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. 

მედიის თავისუფლება არის ის ღირებულება, რითაც სამართლიანად ამაყობს საქართველო და არავის მივცემთ უფლებას, ამ ღირებულებას საფრთხე შეუქმნას.

წალკის მუნიციპალიტეტში მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება დაწყებულია და დარწმუნებული  ვარ, დამნაშავე პირი სათანადოდ დაისჯება.

ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე, წალკაში ტელეკომპანია პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას.

კომენტარები