2017 წელს, როდესაც მე და ჩემი გუნდი ხელისუფლებაში მოვედით, ჩვენი ქალაქი არაერთი გამოწვევის წინაშე იდგა. გვქონდა უამრავი, ერთი შეხედვით გადაუჭრელი პრობლემა, რომელიც შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანდა. იქნებოდა ეს სოციალური, გარემოსდაცვითი, ეკოლოგიური, სატრანსპორტო, ურბანული და სხვა.
დღეს ამაყი ვარ რომ არათუ მხოლოდ თბილისის ქუჩებიდან, არამედ ჩვენი ცნობიერებიდანაც ქრება მთელი რიგი საკითხების აქტუალობა, რომლის მოგვარებასაც თბილისის მოსახლეობას 4 წლის წინ შევპირდით.