პრაიდის კვირეული

სარჯველაძე პრაიდზე: შსს მოწოდების სიმაღლეზეა, რომ უზრუნველყოს უსაფრთხოება

რასაკვირველია, ეს არის ხელისუფლების ვალდებულება და ამისთვის ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული და მე მწამს, რომ ეს ასეც იქნება. შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული როლი და ფუნქცია ამ მიმართულებით და რასაკვირველია, ის არის ყველა შემთხვევაში მოწოდების სიმაღლეზე საიმისოდ, რომ ეს უსაფრთხოება უზრუნველყოს.

ქართული ოცნების დეპუტატმა და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ თბილისში პრაიდის კვირეულის გამართვასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა. დედაქალაქში 5 ივლისს ღირსების მარში გაიმართება. პუტინისტური ჯგუფები ღირსების მარშის ჩაშლით იმუქრებიან.  პოლიტიკური მოძრაობა ერის ლიდერი, ლევან ვასაძე აცხადებს, რომ ის პრაიდის გამართვას არ დაუშვებს. 

კომენტარები