პრაიდის კვირეული

ჯაფარიძე პრაიდზე: შსს-ს ევალება, დაიცვას წესრიგი და არ დაუშვას დაპირისპირება

მოქალაქეების უფლებებს კონსტიტუცია განსაზღვრავს. მოქალაქეები თანაბრები უნდა იყვნენ ყველა უფლებაში. ამავდროულად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ევალება, რომ დაიცვას წესრიგი, არ დაუშვას დაპირისპირება და რაიმე ტიპის მოქალაქეებს შორის დაძაბულობის შექმნა

ლელოს ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ თბილისში პრაიდის კვირეულის გამართვასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა. დედაქალაქში 5 ივლისს ღირსების მარში გაიმართება. პუტინისტური ჯგუფები ღირსების მარშის ჩაშლით იმუქრებიან.  პოლიტიკური მოძრაობა ერის ლიდერი, ლევან ვასაძე აცხადებს, რომ ის პრაიდის გამართვას არ დაუშვებს. 

კომენტარები