მე-10 მოწვევის პარლამენტი

ღარიბაშვილი ენმ-ს: ჩვენი მთავარი მიღწევა 1 ოქტომბერია, როცა მოსახლეობა თქვენგან გათავისუფლდა

მთავარი, რაც ყველას სჭირდება, როგორც ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ხალხს, ისე უცხოელებს, ვინც აქ ცხოვრობენ, ისე ინვესტორებს, ვინც ფულის ჩადებას აპირებს ჩვენს ქვეყანაში, არის პოლიტიკური სტაბილურობა. ერთადერთი ძალა და ყოველთვის შევახსენებ ამ ადამიანებს, ვინც ამ 30 წლის განმავლობაში უზრუნველყო რეალურად უწყვეტი მშვიდობა და სტაბილურობა, არის ქართული ოცნება. როცა ჩვენს ქვეყანაში, მიუხედავად ამ მავნებლური პოლიტიკისა და მათი [ენმ-ს]უწყვეტი საბოტაჟისა, ჩვენ მაინც შევინარჩუნეთ მშვიდობა და ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება. შეკითხვები უამრავია და ამ დემაგოგიასა და სიყალბესთან ერთად, რა თქმა უნდა, არის ძალიან ბევრი ცილისწამებაც, რა არის ქართული ოცნების მთავარი მიღწევა. 1-ლი ოქტომბერი არის მთავარი მიღწევა, ჩემი აზრით, როცა მთელი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა რეალურად გათავისუფლდა თქვენი [ენმ-ს] მჩაგვრელი რეჟიმისგან

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის დასკვნითი სიტყვისას. 

კომენტარები