საქართველოს მთავრობა

დღეს, 25 ივნისს, პარლამენტი ირაკლი ღარიბაშვილის წლიურ მოხსენებას მოუსმენს

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს, 25 ივნისს, პარლამენტის წინაშე სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშით წარდგება. გამოსვლის დასრულების შემდეგ მას შეკითხვებს დაუსვამენ. 

სამთავრობო პროგრამის შესრულების თაობაზე პრემიერმინისტრის 151-გვერდიანი ანგარიში წერილობითი ფორმით პარლამენტში 1-ელ ივნისს შევიდა.

პარლამენტის პლენარული სხდომა 12:00-ზეა დაგეგმილი. 

პრემიერმინისტრის ანგარიშის მოსმენით დასრულდება საგაზაფხულო სესია, თუმცა რიგგარეშე სხდომები ივლისშიც გაგრძელდება.

კომენტარები