კულტურის სამინისტრო

წულუკიანი რეზო ამაშუკელზე: მინდა საქართველოს მისნაირი კარგი მამულიშვილები ვუსურვო

დღეს ჩვენ გვქონდა პატივი, რომ პირადად მიგველოცა ბატონი რეზო ამაშუკელისთვის 85 წლის იუბილე. მე პირადად მოხარული ვარ, რომ მომეცა მასთან შეხვედრის შესაძლებლობა, მიუხედავად იმ რთული ჟამისა, რომელიც უდგას მსოფლიოს, ქვეყანას, პანდემიის სახით და საჯაროდაც მინდა, მას ვუსურვო ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და ის მუხლჩაუხრელი ბრძოლა უკეთესი საქართველოსთვის, რომელსაც ის მუდამ ემსახურებოდა არა მხოლოდ თავისი შემოქმედებით, პოეზიით, არამედ საზოგადო მოღვაწეობითაც. ასევე, მინდა, საქართველოს ვუსურვო მისნაირი კარგი მამულიშვილები. 

კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა რეზო ამაშუკელს დაბადების დღე მიულოცა. 

კომენტარები