Ipsos

IPSOS: ხვალ რომ არჩევნები იყოს - ოცნება 32%-ს იღებს, ენმ - 23%-ს, გახარია - 8%-ს

მთავარი არხი

ტელეკომპანია მთავარის დაკვეთით ფრანგულმა კვლევითმა ცენტრმა Ipsos-მა მოსახლეობის განწყობის კვლევა ჩაატარა.  

კითხვაზე, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 32% ამბობს, რომ ქართულ ოცნებას მისცემს, ნაციონალური მოძრაობას - 23%; საქართველოსთვის - 8%.

სხვა პარტიების შესახებ მონაცემები კი ასეთია:

  • გირჩი - მეტი თავისუფლება - 5%
  • ევროპული საქართველო - 3%
  • ლეიბორისტული პარტია - 3%
  • პატრიოტთა ალიანსი - 3%
  • ლელო საქართველოსთვის - 2%
  • სტრატეგია აღმაშენებელი - 2%
  • მოქალაქეები - 2%
  • ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა - 1%
  • დროა - 1%
  • გირჩი - 1%
  • ერთობა, რაობა, იმედი - ერი - 1%
  • სხვა - 2%
  • უარი პასუხზე - 11%

გამოკითხვა ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით 7-დან 17 ივნისის ჩათვლით. სულ პირისპირ გასაუბრებით გამოჰკითხა 18 წელს ზემოთ ასაკის ათასი რესპონდენტი, რომლებიც შემთხვევითი პრინციპით იქნენ შერჩეულნი. მონაცემების ცდომილების ზღვარი +/- 3%-ია.

კომენტარები