Ipsos

IPSOS: მოსახლეობის 75%-ის აზრით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

adf.org.au

მთავარის დაკვეთით ფრანგული ცენტრის, IPSOS-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 75% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 25%-ის აზრით კი - სწორით. 

გამოკითხვა ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით 7-დან 17 ივნისის ჩათვლით. სულ პირისპირ გასაუბრებით გამოჰკითხა 18 წელს ზემოთ ასაკის ათასი რესპონდენტი, რომლებიც შემთხვევითი პრინციპით იქნენ შერჩეულნი. მონაცემების ცდომილების ზღვარი +/- 3%-ია.

კომენტარები